ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავითაშვილი: “ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო მზადაა”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2018 წლის 4 პუნქტიანი გეგმა წარადგინა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და პროგრამა სხვადასხვა უწყების, უცხოელი ექსპერტებისა და მეცნიერების ჩართულობით შემუშავდა.

მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე, იაპონური კრაზანა და სხვა მავნებლების შემოყვანაც განიხილება.

„პირველ რიგში, კომუნიკაცია და ინფორმირება მოსახლეობის იმისთვის, რომ ჩვენ მოსახლეობასთან ერთად შევძლოთ გამოწვევის გამკლავება, მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის მონიტორინგის კომპლექსური სისტემის განთავსება მთელ საქართველოში, ეს არის 100 ათასი და 100 ათასზე მეტი ფერომონის განთავსება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კონტროლის ღონისძიებები, რაც არის ჩვენი სტრატეგიის მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს გულისხმობს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ჩართულობას და სახელმწიფო ამისთვის არის სრულად მზად. ამავე დროს, მოსახლეობა ერთვება პარალელურად, ჩვენს სპეციალისტებთან ერთად. მარტის შუა რიცხვებიდან ჩვენ ვათავსებთ ამ მონიტორინგის სისტემას მთელ საქართველოში. მეოთხე, მნიშვნელოვანი მიმართულება, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა და პრაქტიკაში გამოცდა ახალი პრეპარატების, ბრძოლის ახალი საშუალებების. საუბარია, არა მხოლოდ იაპონურ კრაზანაზე, განიხილება, რა თქმა უნდა, სხვა მავნებელი სოკოები, პარაზიტები და ა.შ.,“ – განაცხადა მინისტრმა.

იტვირთბა....