ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კანდელაკი: “ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკა“

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა არათანმიმდევრულობის მაგალითია .

კანდელაკის შეფასებით, ასეთი ტიპის მიმართვებით პრობლემა ვერ გადაწყდება.

„ქართული ოცნება“ ხალხს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ჰპირდებოდა. ამ დაპირების კონტექსტში მათ საქართველოს და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი უმაღლესი დონის საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნეს. დღეს არათანმიმდევრულობას ვხედავთ. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ყურადღების მობილიზებას ცდილობს, მაშინ, როცა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემთხვევაში ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაკეთებულა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კანდელაკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სწორედ თანმიმდევრულობის კონტექსტში არის ხელისუფლებისადმი შეთავაზება „ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის“ შექმნის და სანქცირების მექანიზმის ამოქმედების შესახებ, რომელიც იმ კონკრეტული პირების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, ვინც მკვლელობებს ჩაიდენს.

იტვირთბა....