კიევის ცენტრში სააკაშვილის მომხრეების აქცია იმართება, სადაც ისინი უკრაინის პრეზიდენტისგან ახალი საარჩევნო კანონის მიღებას ითხოვენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის 200-მდე მომხრე შევჩენკოს პარკში იმყოფება. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.