ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ელისაშვილი: “რა ღამის ეკონომიკის სამსახური, რა გარიჟრაჟისა და ალიონზდ შეგებების ადმინისტრაცია”

თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გამოეხმაურა დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას, თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად ტელეპროდიუსერ სერგი გვარჯალაძის დანიშვნის თაობაზე და აღნიშნა, რომ სერგი ძალიან საყვარელი და ძვირფასი ადამიანია მისთვის  და გაკვირვებულია, რომ ასეთ წინადადებას დათანხმდა.

„რა ღამის ეკონომიკის სამსახური, რა გარიჟრაჟის და დოლ-გარმონის, ალიონზე შეგებების ადმინისტრაცია, რას იგონებენ?! მერიაში არსებობს ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური. მორჩა და გათავდა. დილის ეკონომიკაც შედის იმაში, შუადღის ნაბახუსევზე გამოსვლაც და საღამოს დაისიც. რას იგონებენ, ეს არის ხალხის აგდება და თავის თავის აგდებაც.

ღამის ცხოვრების რაიმე შემაფერხებელი თუ არსებობს, კონცეპტუალურად გაწერე. თუ რესურსი არ გყოფნის ერთჯერადი შეხვედრა გააკეთე კლუბების ხელმძღვანელებთან, დაწერე რეკომენდაციები და გამოასწორე“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

იტვირთბა....