ელტონ ჯონმა დაადასტურა, რომ საქართველოში კონცერტებისთვის ემზადება. ბრიტანელმა მუსიკოსმა ოფიციალურ facebook გვერდზე Caesars Palace-ში გამართული კონცერტიდან ფოტო განათავსა.
მუსიკოსი წერს, რომ საქართველოში გამგზავრებამდე, სადაც Black Sea Arena-ზე მისი ორი შოუა დაგეგმილი, აპრილში ისევ Caesars Palace-ში დაბრუნდება.
ელტონ ჯონის ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, საქართველოში კონცერტები 30 ივნისსა და პირველ ივლისს Black Sea Arena-ზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ელტონ ჯონმა კონცერტი 20 ქვეყანაში გამართა. ის საქართველოშიც უნდა ჩამოსულიყო, თუმცა 2017 წლის 16-17 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტები ჯგუფის წევრის ავადმყოფობის გამო გადადო.