აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ 6 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან მე-4 სართულზე ჩავარდა.
„თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ მოზაიკაში მიმდინარეობდა კონცერტი, რა დროსაც ფოიეში მყოფი 6 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან ჩავარდა მე-4 სართულზე. ბავშვი გადაყვანილია საავადმყოფოში, მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება 124 მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.