ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში 88 ხმით მიიღეს

“შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. პროექტი, რომლის ინიციატორიც მთავრობაა, 88-ხმით დაამტკიცეს.

კანონპროექტის მიზანია, იმ ძირითადი მოთხოვნების და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, ინფორმირებას და მათ თანაბარ ჩართულობას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.

“შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, თბილისის ტერიტორიაზე სამშენებლო რეგულაციების დარღვევით წარმოებულ მშენებლობებზე სანქციების ოდენობები იზრდება.
შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით თბილისში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთ-ერთი პროფკავშირების ორგანიზებული იყო. აქციაზე -“გახადე შრომა უსაფრთხო – ამ სლოგანით რუსთაველის მეტროსთან ხელისუფლებისთვის წარსადგენ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტში მხარი მეორე მოსმენით დაუჭირეს.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მონაცემებით, 2011 წლიდან 2016 წლის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 776 ადამიანი დაშავდა და 270 დაიღუპა. 2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი საწარმოო პროცესში დაღუპულთა რაოდენობა ოცდაათია.

იტვირთბა....