ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე მუშაობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  ისინი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე მუშაობენ. მარია ზახაროვას საქართველოსთან დაკავშირებით სამი შეკითხვა დაუსვეს. ჟურნალისტს აინტერესებდა – როდის მოაწერს ხელს რუსული მხარე შვეიცარიულ კომპანიასთან ტვირთების მონიტორინგის შესახებ ხელშეკრულებას, შედგა თუ არა რაიმე სახის შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის “ღია ცის” შესახებ და როდის გააუქმებს რუსეთი ვიზებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. სერგეი ლავროვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მხოლოდ სავიზო რეჟიმის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, დანარჩენ ორ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

„რუსეთს არ შეუწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან. ყველაფერი პირიქით მოხდა, რამაც მიგვიყვანა იმ ვითარებამდე რომელიც დღეს გვაქვს. მაგრამ გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნების მოსახლეობას, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს სურთ ურთიერთობა და მიმოსვლა. სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივებისთვის სამუშაოები ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარეობს და დღის წესრიგში ეს თემა აქტუალურია,“-განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

იტვირთბა....