ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, „მეტრონომთან“ ლევან ბერძენიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას შიშისაგან სანქციების დაწესება არ შეუძლია.
„მთავრობა ქმედითუნარიანი არაა, რადგან საქართველო რუსეთის წინაშე არის უსუსური, ისევე როგორც მთელი მსოფლიო. ეს პრობლემა ოდესმე გადაწყდება, მსოფლიო მოიფიქრებს რაიმე ბერკეტებს, მაგრამ ის გადაწყვეტილება რომელიც აქვს მთელ მსოფლიოს ესაა მხოლოდ სანქციები.
საქართველოს მთავრობას შიშისგან სანქციების დაწესება არ შეუძლია და აუცილებელია საჭირო, ქმედითი ნაბიჯები. საქართველომ უნდა გაუბედოს რუსეთს დაუწესოს სანქციები და შეუერთდეს იმ პროტესტის ტალღას, რომელთანაც შეერთება გვთხოვა ევროპის კავშირმა. მოგერინიმ შემოგვთავაზა ეს სანქციები, მაგრამ ჩვენ არ შევუერთდით ევროპელ მეგობრებს. ამ შემთხვევაში კი საქართველოს ეს სისუტე გაუგებარია“- აღნიშნა „რესპუბლიკური“ პარტიიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა.