ბათუმში ავტოავარიის შედეგად, ერთი კაცი გარდაიცვალა. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.