ერთმანეთს არასაპარლამენტო, საპარლამენტო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, პარლამენტში შეხვდნენ.
ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი საქართველოს პარლამენტის მიმართ თავს ანგარიშვალდებულად არ გრძნობს.
რესპუბლიკური პარტია საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ ფინანსურ დარღვევებს საუბრობს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ღია ზეწოლად აფასებენ.
მაუწყებლობის კანონში ცვლილებებს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ 5 მარტს მოაწერა.
28 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელს არ მოაწერდა.
21 თებერვალს პარლამენტმა 83 ხმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო.

