არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტებს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, კენჭს არ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა,რომ უმრავლესობის მიზანია, ერთი რეზოლუციის მიღება მოხდეს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ამ დრომდე კონსულტაციები მიმდინარეობს, შესაბამისად, დღეს საკითხს კენჭს არ უყრიან.
“ჩვენი მიზანია, ერთიანი, მტკიცე და პრინციპული რეზოლუცია მივიღოთ. კონსულტაციებიც სწორედ ამას ემსახურება. მთავარი ამოცანაა, შეჯერებული და პრინციპული რეზოლუცია მივიღოთ“, – განაცხადა ქაცარავამ.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კონსულტაციები სანქციების ნაწილთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს.
5 მარტს ევროპულმა საქართველომ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. ბიუროს სხოდმაზე რეზოლუცია უმრავლესობამაც დაარეგისტრირა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.