“რეგინფოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თელავში 25 წლის გიორგი ქიტოშვილი დააკავეს. დაკავებულის მეგობრის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, ჩანს, რომ ქიტოშვილს პოლიციელი ზემოდან აწვება და დაკავებული სამართალდამცავებს თხოვს, რომ ყელში ნუ უჭერს, რადგან იგუდება.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, თელავში პიროვნება ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული.
“დაკავებული პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო და მან პატრულს გაუწია წინააღმდეგობა და კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. პატრულმა გამოიყენა პროპორციული ძალა აღნიშნული პიროვნების დასაკავებლად. პატრულს ამის უფლება ქონდა და ის კანონის ფარგლებშ მოქმედებდა”, – განაცხადეს შსს-ში.