კოსტავას გამზირზე სატვირთო ავტომობილზე განთავსებულ თივას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
მსგავსი შემთხვევა კოსტავას გამზირზე ორი დღის წინაც მოხდა – ცეცხლი სატვირთო ავტომობილზე განთავსებულ თივას წაეკიდა. მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი მალევე ჩააქრეს.

