საკითხზე დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თბილისის საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარს უფლებამოსილება შეუჩერეს. თუ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ თემურ გორგაძეს სასამართლო დამნაშავედ ცნობს, კრწანისში ხელახალი არჩევნები ჩატარდება.
თბილისის საკრებულოს წევრი თემურ გორგაძე კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ქრთამის აღების ფაქტზე 28 თებერვალს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საკრებულოს სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა ბიბლიოთეკების რეფორმაა, რომლის შესახებაც მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მოსაზრებები განსხვავდება. სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.
საკრებულოს უმცირესობაში ვარაუდობენ, რომ თბილისის მერია ბიბლიოთეკების დახურვას და თანამშრომლების გაშვებას აპირებს. ოპოზიცია ასევე ეჭვობს, რომ 36 ბიბლიოთეკიდან რამდენიმე კომერციულად მომგებიან ადგილას მდებარეობს და მერია ამ ტერიტორიების გასხვისებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ბიბლიოთკების რეფორმის შესახებ ცნობილი 22 თებერვალს, თბილისის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.