ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრომ სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფში არსებულ ვითარებზე სახალხო დამცველის საპასუხოდ ინფორმაცია გაავრცელა. ოპტიმიზაციის შედეგად, გაერთიანებული ბიუჯეტისა და დაზოგილი ადმინისტრაციული ხარჯების საშუალებთ, უწყების ცნობით, გასულ წელს დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები განხორციელდა.

“2017 წელს დაწესებულებების ოპტიმიზაციისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული დაწესებულებების შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ და შპს „ალ.ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ შერწყმა, რის შედეგად ჩამოყალიბდა „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“. ოპტიმიზაციის შედეგად გაერთიანებული ბიუჯეტისა და დაზოგილი ადმინისტრაციული ხარჯების საშუალებით, გასულ წელს აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები. ეტაპობრივად გაგრძელდება ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო სერვისების განვითარება, მათ შორის სამედიცინო აღჭურვის გაუმჯობესება.

ისევე როგორც სხვა ფსიქიატრიული დაწესებულებები, „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეა, რომლის ბიუჯეტი 2017 წელს პირველად გაიზარდა 5 მლნ ლარით. ცვლილების შედეგად ამბულატორული მომსახურების მიმართულებით თვიური ბიუჯეტი7 000 ლარით გაიზარდა და დღეს 12 000 ლარია, ხოლო სტაციონარული მომსახურების ყოველთვიური ბიუჯეტი 10 000 ლარით გაიზარდა და თვეში საშუალოდ 150 000 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ცვლილება შევიდა ამბულატორიული მომსახურების სერვისშიც და პაციენტების განაწილება ტერიტორიული პრინციპით ხორციელდება. აღნიშნული ცვლილებებით გაჩნდა დაწესებულებების ინფრასტრუქტურის და სერვისების გაუმჯობესების საშუალება, პროცესი აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

გუშინ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო“ იმყოფებოდა. მისი თქმით, პაციენტები იქ ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან. ამის შესახებ ომბუდსმენმა განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....