ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღოღობერიძემ და ჩვირკიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთეს

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ჯგუფური ორგანიზებისთვის ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ და მერაბ ღოღობერიძემ საპატიმრო დატოვეს. გადაწყვეტილება პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიამ მიიღო, თუმცა საქმე სააპელაციო სასამართლოში ისევ გრძელდება.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათ მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

“მე მაქვს ყველანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო იქნება ეს საქართველოში არსებული რომელიმე ინსტანცია თუ ევროსასამართლო. ასევე ვაპირებ, უახლოეს დღეებში, ადვოკატთან ერთად საჩივარი შევიტანო პროკურატურის და ბათუმის პოლიციის რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ”, – თქვა ირაკლი ჩხვირკიამ.

ჩხვირკვიასთნ ერთდ მერაბ ღოღობერიძეც   სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს აპირებს. ის  ამბობს, რომ მისი უდანაშაულობის დამამტკიცებელი ყველა დოკუმენტი აქვს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჩხვირკიას და ღოღობერიძეს 1.6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, მოსამართლემ საქმე გადააკვალიფიცირა. აქამდე პროკურატურა ბრალდებულებს მასობრივი არეულობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებოდა (სსკ-ის 225-ე მუხლი). მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას კი განაცხადა, რომ ამ მუხლით დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. მოსამართლის თქმით, მან მუხლი გადააკვალიფიცირა და ბრალი 226-ე მუხლით მიუსაჯა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

იტვირთბა....