აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თელასის” აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

“01:00 საათიდან 07:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ისნის და სამგორის რაიონებში ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე, გლდანის რაიონში გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, იპოლიტოვ-ივანოვის, ზარზმის, წყალსადენის, რომან ჭელიძის, ხევძმარის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, მახვილაძის და თემქის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონს, კერძოდ: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის და ჟღენტის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გიორგი ნიკოლაძის, გულუას და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გია რომელაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ანალოგიური მიზეზით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და გვაზაურის ქუჩის მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდგორის რაიონში სოფელი ოქროყანის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....