ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის 45 თანამშრომელი გათავისუფლდა

გავრცელებული ინფორმაციით ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ა(ა)იპ-ებში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ფილიალებიდან 45 თანამშრომელი გათავისუფლდა.

“ფილიალებში, ისევე როგორც ადმინისტრაციაში, თანამშრომლები გაფორმებული იყვნენ ზოგადი სპეციალისტის სტატუსით. ამჟამად ზოგადი სპეციალისტის შტატები გავაუქმეთ. 58-ვე ადამიანი მიიღებს ერთთვიან კომპენსაციას. გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ. ერთი თვის განმავლობაში დარგის სპეციალისტებად ხელშეკრულებით  მოხდება იმ ადამიანების აყვანა, რომლებიც წარმოდგენილი ანგარიშებისა და დახასიათებების საფუძველზე შეირჩევიან,”- განმარტეს ა(ა)იპ-ში “ნიუპრეს”-თან საუბრისას.

კომისიას დახასიათებების განხილვისათვის 20 დღე დასჭირდება. რაც შეეხება ფილიალებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს, მათი რაოდენობა სკოლების მიხედვით სხვადასხვაა.

იტვირთბა....