ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქეებისთვის “სავიზიტო ბარათი” შეიქმნა

გიორგი პოპიაშვილმა ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქეებისთვის “სავიზიტო ბარათი” შექმნა და განაცხადა, რომ  – “როდესაც შეეცდებიან წაგართვან მიწა, მავთულხლართებით შემოიჭრან ეზოებში და შენს დამოუკიდებლობას ჩუმად და ნელ-ნელა დაეპატრონონ, აუცილებლად უნდა იპოვო გზა, მოყვე ოკუპაციის ისტორია.

ნივთი, რომელზეც ვსაუბრობთ,  პასპორტსა და პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ავტომატურად ოკუპირებულს ხდის, 20%-ით. ეს პასპორტის ჩასადებია, რომელიც თქვენ მაგივრად უყვება მთელ მსოფლიოს, რომ ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქე ხართ

“მჯერა, რომ თქვენ ყველას, ჩვენ ყველას, გვსურს ვუთხრათ მთელ მსოფლიოს, რომ ოკუპაცია აქ და ახლა ხდება, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. თავისუფლება ვერასდროს შეეგუება მავთულხლართებს, შენი მთავარი სათქმელი შეიძლება პასპორტზეც დაიტანო და შენთან ერთად ამოგზაურო მთელ მსოფლიოში ” – განაცხადა იდეის ავტორმა.

ოკუპაციის ინდიკატორი პასპორტის ჩასადები 30 ლარად შეგვიძლია შევიძინოთ.

იტვირთბა....