ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

გია ხუხაშვილი: “რას ველოდით, რუსეთის პატრიარქი ტატუნაშვილზე სხვა პასუხს მოგვწერდა?”

უნდა გვესმოდეს, რომ რუსული ეკლესია სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. ეს ცალკე მდგომი ინსტიტუტი არ არის, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას რუსეთის პატრიარქის საპასუხო წერილს.

“რუსეთის საპატრიარქოს პასუხი მოსალოდნელი იყო. უნდა გვესმოდეს, რომ რუსული ეკლესია სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. ეს ცალკე მდგომი ინსტიტუტი არ არის, რომელიც რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან კავშირში არაა. ასე, რომ მოსალოდნელი იყო ასეთი დიპლომატიური პასუხი.  აბა, რას ველოდით, რომ კირილი რას იზავდა?”, – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პატრიარქ კირილისგან ილია მეორემ ტატუნაშვილის საქმეზე საპასუხო წერილი მიიღო. წერილი საპატრიარქოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

„თქვენს მიერ 2 მარტს გამოგზავნილ წერილზე პასუხად, რომელშიც თქვენ დახმარებას ითხოვდით არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხში, მსურს გაცნობოთ, თქვენი წერილის მიღებისთანავე ჩვენ ამ შემთხვევაში აუცილებელ ყველა ზომას მივმართეთ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაგვარწმუნა, რომ მზად არიან ცხედარი უახლოეს დროში გადასცენ, როგორც კი გამოძიების ფარგლებში მიმდინარე კრიმინალისტიკური ექსპერტიზის შედეგებს მიიღებენ.

ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მისიის შუამავლობით იგეგმება“, – ნათქვამია პატრიარქ კირილის წერილში.

იტვირთბა....