საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ.
„დამატებით გვინდა გაცნობოთ, რომ სავარაუდოდ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ ოჯახს“, – აცხადებენ საპატრიარქოში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს საპატრიარქომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისგან, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის გამოგზავნილი საპასუხო წერილი გამოაქვეყნა.