ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პრემიერი: “ტატუნაშვილის ცხედრის ჩამოსვენება ამ კვირას არ უნდა გადაცდეს”

ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  ეს ინფორმაცია მას აქვს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებებში არიან ჩართული.

“სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა იმყოფებიან. არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით შეფასებებს აღარ გავაკეთებ, ამაზე ბევრი საუბარი იყო,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....