ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წყნეთი – ბეთანიის დამაკავშირებელი გზა 13 ივნისს გაიხსნება

წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს სტიქიის დროს დაზიანდა, გახსნის სავარაუდო თარიღი ცნობილია. პროექტის შემსრულებელი კომპანიის „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელის პაატა ტრაპაიძის თქმით, გზის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 26 მაისისთვის იგეგმება, თუმცა გზა ოფიციალურად 13 ივნისს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

„პროექტს ახალი მისასვლელი გზების რეაბილიტაცია დაემატა. წყნეთიდან სტიქიის ადგილამდე მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი ჩატარდა და აღნიშნული მონაკვეთიც კეთდება. კოჯორი-ბეთანიის შემაერთებელ გზამდე სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. ჩემი ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში, სავარაუდოდ, 13 ივნისს გაიხსნება“, – თქვა პაატა ტრაპაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად ჩამოშლილი წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2017 წლის მაისში დაიწყო. წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. უშუალოდ რეაბილიტაციას კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია – “კავკასუს როუდ პროჯექტი”. პროექტის ღირებულება 25 მილიონი ლარია.

იტვირთბა....