ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იან კელი: “ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება”

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილ არჩილ ტატუნასვილის საქმეს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი  გამოეხმაურა. როგორც დიპლომატმა თქვა, ამ საკითზე რუსეთთან მოლაპარაკება გაგრძელდება.

“სიტუაცია არის ნამდვილად შემაძრწუნებელი, ძალიან ვწუხვარ ოჯახის გამო, ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ცხედრის გადმოსვენება საქართველოში და ასევე იმ ორი დაკავებული პიროვნების დაბრუნბა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საქართველოს მთავრობას და მის ყველა ძალისხმევას ამ საკითხის გადაჭრაში და ჩვენ ასევე გავაგრძელებთ რუსეთთან საუბარს”, – განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ.

საპარლამენტო უმრავლესობამ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის შესახებ რეზოლუცია 2 მარტს დაარეგისტრირა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”

იტვირთბა....