აღმაშენებლის ხეივანში ავარიის შედეგად სამი ავტომობილი დაზიანდა. ინფორმაციას „პირველი არხი” ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მოძრავი ჯიპი ორ გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა.
დარტყმის შედეგად, ერთ-ერთი გაჩერებული ავტომობილი, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა, ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ჯიპის მძღოლი არ დაშავებულა, ხოლო გაჩერებულ ავტომობილში მსხდომთაგან ერთ-ერთი მსუბუქად დაშავდა.
ფოტო: “1TV”

