ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბურჯანაძე: “საქართველოსთვის ნატოს წევრობაზე საუბარი საზიანოა”

“რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში  „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ქვეყანას, რომელსაც ორი მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემა აქვს, ნატოში არავინ მიიღებს.

“საქართველოში ნატოს წევრობაზე საუბარი ძალიან საზიანოა. ვინაიდან ეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას ნიშნავს. შეიძლება სხვადასხვა სახის წვრთნების ჩატარება, რათა ქართული ჯარი განვითარდეს, მაგრამ რუსეთის გასაღიზიანებლად წვრთნების ჩატარება უბრალოდ მავნებლობაა.

როდესაც შენ შემოგყავს ამერიკის დროშის ქვეშ ამერიკული ტანკები ცენტრალურ მაგისტრალზე, რომელიც რუსული ტანკებისგან 500 მეტრით არის დაშორებული, ეს ჭკვიანური საქციელია? “, – აცხადებს ბურჯანაძე.

იტვირთბა....