ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გუგული მაღრაძე: “ქალი პრეზიდენტი ძალიან მოუხდება საქართველოს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გუგული მაღრაძის განცხადებით, დღევანდელ რეალობაში საქართველოს ქალი პრეზიდენტი ძალიან მოუხდება.

როგორც მაღრაძემ “რუსთავი 2”-ს განუცხადა, ის “ქართული ოცნების” ნებისმიერ ქალ კანდიდატს დაუჭერს მხარს.

„ძალიან კარგია საუბარი თუ არის ქალ კანდიდატებზე. მიტომ, რომ ქალი პრეზიდენტი ძალიან მოუხდება საქართველოს დღევანდელ რეალობას. ნებისმიერ ქალ კანდიდატს, რომელიც იქნება ჩვენი გუნდის წევრი, რომელიც იზიარებს ჩვენს შეხედულებებს, ჩვენ ხედვას ვემხრობი. იმიტომ, რომ ძალიან კარგია თუ საქართველო ამითაც იქნება გამორჩეული , ეყოლება ქალი პრეზიდენტი“-განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატთან მიმართებაში შიდა განხილვები დაიწყო. არსებული ინფორმაციით, კანდიდატებს შორის თეა წულუკიანი და სალომე ზურაბიშვილი განიხილებიან.

იტვირთბა....