“ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ მიერ შექმნილი სახალხო პატრული თბილისის ქუჩებში უკვე კვირაზე მეტია მოძრაობს. ინფორმაციას „ლიბერალი“ ავრცელებს.
ბრეგაძის თქმით, “ქართული მარშის” ახალგაზრდა წევრები ლესელიძის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე, ვარდების მოედანსადა წინასწარ შერჩეულ სხვა ადგილებში პატრულირებენ, კანონდარღვევების აღმოჩენის მიზნით.
მისივე თქმით, სახალხო პატრულის წევრებს„ქართული მარშის” სიმბოლოს აღმნიშვნელი სამკლაურები უკეთიათ და მაისურები აცვიათ.
როგორც “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, მათ ქუჩებში უკვე აღმოაჩინეს კანონდარღვევის ფაქტები, მაგალითად, არასრულწლოვანთა პროსტიტუტციის და შესაბამისი ვიდეომასალაც გადაიღეს. ხოლო კანონდარღვევების შეკრების შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, ამ თემაზე პრესკონფერენციას გამართავენ.
სანდრო ბრეგაძე აბსურდულს უწოდებს შსს-ს პოზიციასაც, რომ ქალაქში წესრიგის დაცვა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა. ბრეგაძე მიიჩნევს, რომ სახალხო პატრული კანონის ფარგლებში მოქმედებს და ქუჩებში მოძრაობას ხელისუფლება მათ ვერ აუკრძალავს.
მისივე თქმით, სახალხო პატრულის“წევრობის სურვილი 300-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა და მათგან 15-15-კაციან ჯგუფებს შექმნიან.