ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია იწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით,  დღეს 15:00 საათზე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია იწყება.

რეგისტრაცია 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

დღეს, აგრეთვე,  15:00 საათიდან რეგისტრაცია იწყება სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისთვის.

რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე www.naec.gov.ge და online.naec.ge  იქნება შესაძლებელი.

იტვირთბა....