ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამოცანაა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სოციალური გავლენა დაიბრუნოს და მკვდარი გავაცოცხლოთ”

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამოცანაა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეიძინოს სოციალური გავლენა და “მკვდარი გაცოცხლდეს”.   მისი თქმით, მიუღებელია საუბარი იმაზე, რომ მაუწყებლის მიმართ ნდობა მცირდება.

“საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყო მკვდარი, რეიტინგი ჰქონდა ისეთი, რომ ჟარგონულ ენაზე, რომ ვთქვათ პულსი არ ესინჯებოდა. ჩემს ბავშვობაში იყო ასევე ერთი მკვდარი, რომელსაც ნდობას უცხადებდნენ, ეს იყო ლენინი. ერთი მკვდარ ლენინს უცხადებდნენ ნდობას და მეორე მკვდარ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ნდობა არ გაზრდილა და ცვლილებებიც ამიტომ მივიღეთ ზუსტად. მოლოდინი იყო, რომ რეორგანიზაციის შემდეგ გაიზრდება რეიტინგი, დაველოდოთ პროცესების განვითარებას. ჩვენი მიზანია, რომ 50 მლნ არ იყრებოდეს მკვდარ ტელევიზიაში. მკვდარში ვგულისხმობ იმას, რომ თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს სოციალური გავლენა, მაშინ მის არსებობას აზრი არ აქვს და ახლანდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი ამას ნიშნავს სწორედ. ამოცანა არის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეიძინოს სოციალური გავლენა და ამოცანა არის, რომ მკვდარი გავაცოცხლოთ. გვაქვს პოზიტიური მიზნები და ამოცანები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....