ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კანის კინოფესტივალზე ქართული წიგნი პირველად წარდგება

აკა მორჩილაძის “obOle” საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე 15 მაისს წარდგება. ქართული რომანი კანის კინოფესტივალის სექციაში Shoot the Book პირველად შეირჩა.  ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, კანის კინოფესტივალზე ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები ქართველმა გამომცემლებმა გასული წლის ნოემბერში წარადგინეს.

შერჩეულ 10 საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის რამდენიმე წლის წინ გამოცემული რომანი მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ქართულმა ლიტერატურამ უკვე მეორედ მოიპოვა ასეთი წარმატება საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

იტვირთბა....