ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ევროსკეპტიკოსებმა იტალიის პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მიიღეს

წინასწარი მონაცემებით, იტალიის პარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ” მიიღო, რომელიც ბლოგერმა ბეპე გრილომ შექმნა. მას დეპუტატთა პალატაში ადგილების 35%-ზე მეტი, ხოლო სენატში – 37% აქვს. ინფორმაციას სააგენტო ANSA ავრცელებს.

მეორე ადგილი დეპუტატთა პალატაში (19%) და სენატში დაიკავა ნაციონალისტურმა “ჩრდილოეთის ლიგამ”, რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის სილვიო ბერლუსკონის პარტიასთან “წინ იტალია” ერთიან კოალიციაში შედის. მათ ერთადაც კი ვერ მიიღეს მანდატების უმრავლესობა – 35% დეპუტატთა პალატაში და 34% – სენატში.

ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა სენატში, სადაც ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციას უმრავლესობისთვის საკმარისი მხარდაჭერა არ აღმოაჩნდა. კოალიციას ან “ხუთ ვარსკვლავს” მთავრობის შექმნისთვის სხვა პარტიებთან მოუწევთ მოლაპარაკება.

მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ დეპუტატთა პალატაში ხმათა 17%-ზე ნაკლები, ხოლო სენატში – 14% მიიღო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ეგზიტპოლების შედეგების შესახებ, რომლის თანახმად თითქოს ბერლუსკონის კოალიცია ლიდერობდა.

“ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა” 2009 წელს შექმნა პოპულარულმა იტალიელმა ბლოგერმა ბეპე გრილომ, რომელიც მანამდე ცნობილი იყო, როგორც ტელეკომიკოსი. პარტიის ლიდერია ლუიჯი დი მაიო. მოძრაობა ევროინტეგრაციის და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგია და გარემოს აქტიურ დამცველად პოზიციონირებს.

იტვირთბა....