“1tv “-ის ინფორმაციით, გაერო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ადევნებს თვალს იმ მდგომარეობას, რაც ტატუნაშვილის ირგვლივ ვითარდება,- ამის შესახებ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა განაცხადა.
“ჩვენ მოვითხოვთ გამჭირვალე გამოძიებას, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს ინფორმაციას მიაწვდის. მაგრამ, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რომ ცხედარი სასწრაფოდ გადმოეცეს ოჯახს და ასევე ორი ადამიანი, რომლებიც ცხინვალში ამ დრომდე რჩებიან, გათავისუფლდნენ“,- განაცხადა სკოტმა.
ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილის ოჯახი დღემდე უშედეგოდ ითხოვს ცხედრის გადმოსვენებას.