გასულ კვირას მომხდარი 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას პაპუა–ახალ გვინიაში, 80-მდე მსხვერპლი მოყვა. ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით Radio New Zealand იუწყება.
ეპიცენტრი ქალაქ პორგერადან 89 კილომეტრში მდებარეობდა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულად 30 ადამიანი ითვლებობდა.