“რუსთავ2”-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მმართველ გუნდში, ორ საპრეზიდენტო კანდიდატს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსა და ,,ქართული ოცნების“ პარლამენტის უპარტიო მაჟორიტარს, სალომე ზურაბიშვილს განიხილავენ. სახელისუფლებო გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევის პროცესი დაწყებულია.
საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ შერჩეული არ არის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა რომელ პოლიტიკოსებს განიხილავს მმართველი გუნდი, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არ ასახელებს.
წულუკიანისა და ზურაბიშვილის კანდიდატურა მისაღებად მიაჩნია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს. მისი თქმით, ორივე მათგანი წარმატებული პოლიტიკოსია.
,,ქალბატონი თეა წულუკიანი ნამდვილად ღირსეული პოლიტიკოსი და ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია, ხოლო სალომე ზურაბიშვილს ძალიან დიდი ხნის დიპლომატიური გამოცდილება აქვს“ – ამბობს კილაძე.