ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნურას უკაცრავად”: სააკაშვილი ამსტერდამიდან პარტიის ლიდერებს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას“ ამსტერდამიდან მიმართავს. სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს კასტინგი აქვს გამოცხადებული მთავარი ოპოზიციური ძალის წოდებაზე, ოპოზიციის მიზანი კი უკვე წელს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა იყოს. იგი მოუწოდებს პარტიის ლიდერებს ჩაატარონ პრაიმერი და ამ გზით გამოავლინონ პრეზიდენტობის “ნაცმოძრაობის”კანდიდატი.

“განსაცდელშია ჩვენი ქვეყანა – ჩვენი დატოვებული ფული ბოლომდე შეიხრა; სახელმწიფო ინსტიტუტები მორყეულია და იქ დაბრუნდა კორუფცია; კრიმინალი მძლავრობს; უსაფრთხოების სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ასეთი უიმედობა არ ყოფილა შევარდნაძის დროსაც კი. ამ ყველაფრის ფონზე, ასობით ათასმა ყველაზე შრომისუნარიანმა ჩვენმა თანამემამულემ ან უკვე დატოვა საქართველო, ან თვალი უჭირავს წასვლაზე. რეალურად საქართველო არის განადგურების საფრთხის წინაშე. ამ პირობებში ივანიშვილმა პრაქტიკულად კასტინგი გამოაცხადა მთავარი ოპოზიციური ძალის წოდებაზე. ის გვიბიძგებს ვიბრძოლოთ მეორე ადგილისთის და დავკმაყოფილდეთ ამ რაღაც საპატიო პრიზით. ნურას უკაცრავად! ჩვენი ამოცანაა საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება და ჩვენ უნდა დავბრუნდეთ უკვე 2018 წელს. როგორ უნდა განვახორციელოთ ეს? – ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები და ამის ფონზე ჩამოვშალოთ ივანიშვილის მთავრობა, მოვშალოთ მისი ფეოდალური საკარმიდამო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, პრაიმერიზის გზით ყველა არგაყიდულ ოპოზიციურ ძალასთან ერთად უნდა შეირჩეს ღირსეული კანდიდატი.

“მე ბოლომდე ვარ თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში და მინდა, რომ თქვენც წამომყვეთ ამ ბრძოლაში. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია“, – აცხადებს სააკაშვილი.

იტვირთბა....