ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ მდუმარე აქცია, სახელწოდებით “„არა ოკუპაციას, მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართა.
აქციას მოქალაქეებთან ერთად თეატრის მსახიობებიც შეუერთდნენ. მათ კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის ოკუპაცია და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მოითხოვეს.
ცნობისთვის, ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ფოტო: “1tv”