აქცია სახელწოდებით “მშვიდობა ომზე მეტია” გორშიც გაიმართა. აქციაზე მისულმა ადამიანებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ასევე გორის უნივერსიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენეს და ამ ომის ამსახველი დოკუმენტური ფილმი უჩვენეს.
აქციას შეუერთდნენ გორის თეატრის მსახიობებიც და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.
ცნობისთვის, ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.