თავისუფლების მოედანზე აქცია სახელწოდებით, „მშვიდობა ომზე მეტია! Peace > war!“ მიმდინარეობს. ორგანიზატორები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას მოითხოვენ და რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ.
ორგანიზატორები მოუწოდებენ პოლიტიკოსებსა და თანამდებობის პირებს ყოველგვარი სტატუსის გარეშე მივიდნონ და შეუერთდნენ აქციას.
ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია თბილისის პარალელურად საქართველოს 12 ქალაქში იმართება. ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ მდუმარე აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე შეკრებილებმა წმინდა გიორგის მონუმენტთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს, ასევე აქციის პროცესში იგეგმება თაკო რობაქიძის ფილმის ჩვენება.