ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 23:10 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სტადიონზე ესპანეთი დაამარცხა. ჰეიგის გუნდს ესპანელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა სოსო მათიაშვილმა სამი ჯარიმით შეძლო უპირატესობის მოპოვება.

“ბორჯღალოსნებმა” მეორე ნახევარში საჯარიმო ლელო დადეს და დიდი უპირატესობა 16:3 მოიპოვეს.

მატჩის ბოლოს გიორგი მელიქიძემ ბოლო ლელო დადო, გარდასახვაც მათიაშვილმა ზუსტად შეასრულა და საბოლოოდ, „ბორჯღალოსნებმა“ 23:10 მოიგეს.

იტვირთბა....