ახალი ამბები მთავარი სამართალი

მცხეთაში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

მამაკაცი რომელიც მცხეთაში სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს „ჯეო ჰოსპიტალში“  გადაიყვანეს. როგორც ცნობილია მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მამაკაცს ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.

ცნობისთვის, მამაკაცი მცხეთაში რამდენიმე საათის წინ დაჭრეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე აიყვანეს. ამ დრომდე უცნობია დანაშაულის მოტივი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც  სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....