ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თინიკაშვილი: “ვიმედოვნებ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე გაურკვეველი არაფერი დარჩება”

წილკანში ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  რომ გაურკვეველი არაფერი დარჩება და მოკლე დროში გვეცოდინება, როგორ მოხდა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება.

გამგებელმა იმედი გამოთქვა, რომ ცნობილი გახდება ის მიზეზი, თუ რისთვის დააკავეს 22 თებერვალს ახალგორში საქართველოს სამი მოქალაქე.

თინიკაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე ახალგორში ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ადმინისტრაციულ საზღვარზე, სადაც გამშვები პუნქტებია, გადაადგილება შეზღუდული არ არის, თუმცა, მკაცრად კონტროლდება ყველა მანქანა და პირი.

იტვირთბა....