გლდანში, კერძო საბავშვო ბაღის „ჭიამაიას“ აღსაზრდელის მშობელი, მასწავლებელს ბავშვზე განხორციელებული ძალადობის გამო უჩივის.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პირველი პრიმა ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას არასრულწლოვანის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მასწავლებელს 1-დან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

