ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4634 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4634 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4649 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0268 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0057 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0211 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.