საქართველოს პარლამენტი რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ბორჯომის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციებს მართავს.
“კომიტეტის წევრები მზად ვართ, რომ ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ, მოვისმინოთ განცხადებები და გავნმართოთ კონსულტაციები, რადგან “ქართული ოცნებისთვის” უხერხული არაფერი არ არის. ვნახოთ წინადადების სახით, რას მოგვახსენებენ ოპოზიციის წევრები და ჩვენ პოზიციას მოგახსენებთ შეხვედრის შემდეგ” – განაცხადა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნიას თქმით, კონსულტაციების საკითხი „ევროპულმა საქართველომ“ დააყენა.
“შესაბამისად, ვინც დააყენა ეს საკითხი უმრავლესობამ გამოხატა მათთან კონსულტაციის მზადყოფნა, რაც შეეხება ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას” ასეთი სურვილით მათ არ მოუმართავთ. შესაბამისად, არც ჩვენ გვქონია კომუნიკაცია მათთან ამ საკითხზე. მედიით გაცხადებულია ეს შეხვედრა და ვართ მზად ნებისმიერი ოპოზიციური ჯგუფი, სურვილის შემთხვევაში ამ შეხვედრას დაესწროს,”- პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.
პირველ მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმები იყო მობილიზებული. ვითარება აქ 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.
შგახსენებთ, რომ დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს.
ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.