ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ტბასთან წავი დაბრუნდა

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ტბასთან, წავი დააფიქსირეს. ეს ქვესახეობა ნურის ტბაში  გასული საუკუნის 30-იან წლების შემდეგ არავის უნახავს.  ფოტო და ვიდეომასალას ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე ავრცელებს.

„სპეციალისტების შეფასებით, ეს ევრაზიული წავია. ძალზე საინტერესო და საგულისხმო ფაქტია, მით უმეტეს იმის გათვალისიწნებით, რომ ეს სახეობა გადაშენების საფრთხის ქვეშაა და შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. აუცილებელია შემდგომში დაკვირვება და რაც მთავარია, დაცვა” – წერს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იხტიოლოგი არჩილ გუჩმანიძე.

იტვირთბა....