ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

4 მარტს ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას 40-მდე ბარ-რესტორანი უერთდება

4 მარტს, 18:30 საათზე მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე გამართავენ აქციას „მშვიდობა ომზე მეტია“. აქციის მონაწილეები ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ და ოკუპაციას გააპროტესტებენ.

“ლიბერალის” ინფორმაციით, საპროტესტო აქციას, ორგანიზატორების თქმით, უერთდება 40-მდე ბარი, რესტორანი, მაღაზია და სხვა კომერციული ობიექტები. სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, ისინი კვირას აქციის განმავლობაში 2 საათით დაიხურება და თავიანთ მომხმარებელს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

ორგანიზატორებმა აქციაში ჩართულობისკენ მოუწოდეს მედიას და საზოგადოებას. მათი თქმით, აქციის გასამართად ხელშეწყობისთვის თბილისის მერიას მიმართეს, მაგრამ მუნიციპალიტეტს დახმარების ინიციატივა არ გამოუთქვამს. აქციის მხარდაჭერისთვის მათ უნივერსიტეტებსაც მიმართეს, მაგრამ არც მათგან მიუღიათ კონკრეტული პასუხი.

ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

იტვირთბა....