ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კეკელია: “სასულიერო პირები ცხედრის ჩამოსვენებამდე ოჯახის გვერდით დავდგებით”

ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან დეკანოზმა შალვა კეკელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ჩამოსვენებამდე სასულიერო პირები წილკანში, გარდაცვლილის ოჯახში პანაშვიდებს გადაიხდია.   საპატრიარქოსთან ამ წუთებში სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები იკრიბებიან. ისინი წილკანში ჩავლენ და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრებენ.

„დღეს ვაპირებთ ჩავიდეთ წილკანში და მივუსამძიმროთ ოჯახს. ეს არა მარტო ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის უდიდესი ტკივილია, ჩვენი გმირი დაიღუპა. სასულიერო პირები ვფიქრობთ, რომ ოჯახის გვერდით დავდგეთ, ვიდრე ცხედარს არ ჩამოასვენებენ. სასულიერო პირები მორიგეობით ვაპირებთ ოჯახში ჩავიდეთ და პანაშვიდები გადავიხადოთ ჩვენი გმირის სულის მოსახსენებლად“, – განაცხადა მამა შალვამ.

 

იტვირთბა....