ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ოკუპირებულ ახალგორში საგანგებო რეჟიმი დააწესეს

ოკუპირებულ ახალგორში მობილიზებულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების სპეცრაზმები – ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ოკუპირებული ახალგორიდან აცნობა ორმა წყარომ.

მათი ინფორმაციით, განსაკუთრებით აქტიურობს ე.წ. ომონი, რომელიც დაბაში ცხინვალიდან ჩაიყვანეს. წყაროების ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები ჩხრეკენ ახალგორში შემსვლელ და გამომსვლელ ავტომანქანებს და ადგილობრივ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ საგანგებო მდგომარეობა უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებს და მოსალოდნელ პროვოკაციებს. რადიო თავისუფლების წყაროების ცნობითვე, ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა დაბის მოსახლეობა შეკრიბა და მიტინგი გამართა. ხაჩიროვმა ახალგორელებს მოუწოდა, პროვოკაციის რისკის გამო სიფრთხილე გამოიჩინონ.

მან ასევე განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს. 26 თებერვალს, სამოქალაქო მოძრაობის, „ძალა ერთობაშია“ ხელმძღვანელმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ ფილიპ ხაჩიროვია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის დამკვეთი.

იტვირთბა....